ჟურნალისტი, ირაკლი მანაგაძე, ავრებელბს “რადიო თავისუფლების” ვიდეოს და წერს:
“ხელისუფლების მხარდამჭერებმა, ალტ ყლინფომ და რუსეთუმე ბიდლოებმა მიიღეს დავალება გააშავონ უკრაინის ხელისუფლება დნეპროში მომხდარი ამბით. მთავარი მესიჯი ასეთია “სისხლიანი ჩხრა წელი” “დახვრეტილი ვაშკაცები” და მსგავსი სისულელეები, მათი მთავარი მიზანია ანტიუკრაინული ტალღის აგორება, შტერ გრუზინებში.
რა მოხდა დნიპროში. ქართული წარმოშობის ვინმე ჯუმბერი სილაგავა მართავდა მთვრალი “იაგუარის” მარკის მანქანას. (ექსპერტიზის მონაცემებით მან მიიღო 600 მლგ არაყი) შექმნა საავარიო სიტუაცია რის გამო დაედევნა პატრული, გააჩერეს, ამ ჯუმბერმა დაუწყო პატრულს ჩხუბი და საქმის გარჩევა. შემდეგ შეეცადა მანანის დაძვრას ისე, რომ გადაუარა პოლიციელს, მანამდე თავს დაესხა და თავში ურტყა პატრულ პოლიციელს, მისი თანმხლები ქალი თავს დაესხა სხვა პატრულს. პოლიციამ სრულიად ლეგიტიმურად გამოიყენა იარაღი. პოლიცია დაედევნა, ამ დევნაში კიდევ მრავალჯერადად დაარღვია მოძრაობის წესები, შემდეგ, როგორც ირკვევა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გაანალიზებით, მთვრალი პიროვნება გადმოჯდა საჭედან და მეუღლე დასვა, შემდეგ გაჩერდა,
პატრულის ეკიპაჟი მივიდა მანქანასთან და დაიწყო სტანდარტული პროცედურები, საჭესთან მჯდომი ქალი არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნებს, პოლიციამ დაიწყო მისი დაკავება, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობში მყოფი კაცი (მეუღლე), თავს დაესხა პატრულის ეკიპაჟს, ცემა დაუწყო ეკიპაჟის წევრ ქალს, რაც პოტენციურად ნიშნავს, პოლიციელის იარაღის ხელში ჩაგდების მცდელობას, თან იმ დროს როდესაც ქვეყანა აქტიურ ომშია ჩაბმული და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა,
რაც სავსებით შესაძლებელს ხდის, პიროვნება იყოს დივერსანტი, რომელიც ცდილობს პოლიციელზე თავდასხმას და მის მოკვლას,
სწორედ ამიტომ, პატრულის ეკიპაჟის მეორე წევრმა ადგილზე მოკლა თავდამსხმელი,
ჰოდა, უცებ ჩვენს პრორუსებში გაჩნდა მეორე ნარატივი – რომელიც უფრო ნაციონალისტურ სენტიმენტებს ემყარება და კარგად გასაღებადია – ლეგენდის თანახმად, ნაცისტმა უკრაინელებმა, ქართველი, იმიტომ რომ ის ქართველი იყო, ცოლის თვალწინ მოკლეს ქ.დნიპროში.
რეალურად, არაფერ შუაშია ქართველობა მაგის ნახევარსაც არ მოითმენდა არცერთი ცივილიზებული ქვეყნის პოლიცია. არცერთი აღარაფერს ვამბობ აშშ-ს პრაქტიკაზე.
პ.ს გამოცემა “სხემების” ინფორმაციით, ქალი პოლიციელი კლინიკაშია გადაყვანილი, მას დამტვრეული აქვს სახის ძვლები, გატეხილი აქვს ცხვირი და დაზიანებული აქვს კიდურები.”
კომენტარები