ათი შვილის მამის, შალვა ტაბატაძის მიმართვა საზოგადოებას:
“18+ ( პატარები მოარიდეთ ეკრანს)
გული სიხარულით მევსება, როცა უცხო ადანიანები გვწერენ, ღმერთმა დაგლოცოთ, ყოჩაღ, თქვენ ამრავლებთ საქართველოს… და მერე ვიღაც გამოხტება უტაქტო ადამიანი და გულს გვტკენს, რა არის, რა კურდღლებივით ყრით… რომ ნახავ ვინ არის, ვიღაცა უსახელო და უგვაროო და რა უნდა მიწერო ასეთ ადამიანს.
როცა იგებენ, კიდევ ერთ შვილს ველოდებით, ზოგი გვეხუმრება ხოლმე, რა არის, სკამი არა გაქვთ სახლში? ტელევიზორი არა გაქვთ? – ასეთი ხუმრობა უკვე მოძველებულია და ბანალური, მგონი, არავის აღარ ეცინება. ტელევიზორების და სკამების მეტი რა მაქვს?
მახსოვს სამი წლის წინ ტელევიზორი გამიფუჭდა, არ მქონდა თანხა შესაძენად, გავბედე და დავწერე სოციალურ ქსელში, მახსოვს, თანამშრომლებმა მაჩუქეს პატარა ტელევიზორი, ლოტკინელმა ახლობელმა მაჩუქა დიდი ტელევიზორი, მეგობარმა მაჩუქა კიდევ, ქუთაისიდან ჩამომიტანა სიძემ. კიდევ მომწერეს ხაშურიდან, გამოგიგზავნიო, მაგრამ, უარი ვუთხარი, რაღად მინდოდა ამდენი.
რაც შეეხება სკამებს, ოჯახის თითო წევრს 2 სკამი აქვს.
მეუბნებიან ხოლმე, დაასვენე ცოლიო და, დავინაგარიშოთ, ვის რამდენჯერ აქვს ცოლთან ურთიერთობა წლის განმავლობაში. ჩემი მეუღლე, თითქმის ყოველ წელს ორსულადაა. პირველ ტრიმეტრში არ შეიძლება, ბოლო თვეების განმავლობაში არ შეიძლება, ბავშვს რომ გააჩენს, 40 დღე არ შეიძლება და დაინგარიშეთ რამდენი თვე გამოდის და თქვენ ვინც კონტრაცეპტივებით ჭყიპავთ მეუღლეებს, ან სპირალს ჩაუდგამთ, ჩვენთან ასე არ ხდება.
კარგად დაფიქრდით, იქნებ თქვენი დედიკო და მამიკოა მრავალშვილიანი ოჯახიდან? იქნებ, თქვენ დეიდას, ან ბიძას? არც მაგათ? იქნებ დეიდაშვილს? სამეგობროდან?
ომი რომ დაიწყოს, თქვენი ოჯახიდან წავა ერთი ბიჭი, ჰა-ჰა ორი და მე შვიდი ბიჭი მყავს და დიდი ალბათობით, შვიდივე წავა ომში…
იქნებ, ჩემმა და თქვენმა შვილებმა იმეგობრონ და მერე არ შეგრცხვებათ თქვენი სიტყვების?”
კომენტარები