სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო შოვიდან, სტიქიის ზონიდან, ვიდეოში, პირი, რომელიც ამბობს, რომ ზაზა ბიძიშვილია, სავარაუდოდ ესაუბრება შსს–ს ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ეუბნება, რომ მიცვალებულები, რომლებიც ამოიყვანეს, და ეგონათ გადაყვანილი იქნებოდნენ, მზის გულზე, უპატრონოდ დახვდათ დაყრილები:
“დილის 6 საათზე სამაშველოსთან ერთად ვიპოვეთ მიცვალებულები და ჩემი ზარი კიდევ საჭირო იყო, სამაშველოსთან ერთად ამოვასვენეთ? ერთად დავასვენეთ, ვერტმფრენი უნდა მოსულიყო და გადაეყვანათ და ისევ აქ დაგვხვდნენ, მთელი დღე მზის გულზე, პარკებში გახვეულები, არ უნდა გადააასვენოთ? ხალხი ელოდება… ამ ხალხს გადასვენება არ უნდა? ქალბატონო, ახლა არის 3 საათი, ამდენი ხანი უნდა ვერტმფრენის მოსვლას? გვითხრეს გადავასვენეთო და ისევ აქ დაგვხვდნენ. მიცვალებულები დაგვხვდა აქ უპატრონოდ დაყრილები, არავინ არ არის, სამაშველოს ახლა აქ ვერ ვხედავ, მხოლოდ სოფლის მოსახლეობა ვართ.”
ვიდეოში ისმის სხვა ადამიანების ხმები:
“ღარიბაშვილი ხომ მოიყვანეს და წაიყვანეს გემრიელად?”
“ვინ არიან ეგ დედამო@@ნულები, საცოდაობაა, სისხლი არ აქვთ მაგ დედამო@@ნულებს? ვერ არიან ესენი, პატრონი, ამოცნობა არ უნდა?”
შეგახსენებთ, ხელისუფლება აცხადებს, რომ არც მეზობელი ქვეყნების და არც ადგილობრივების დახმარების საჭიროება არ დგას. ასევე, არ მისცეს ადამიანებს დრონებით დახმარების უფლება.
“არც ერთი მოქალაქე არ იყო დატოვილი ყურადღების გარეშე” – ვიდეო
კომენტარები