ელენე ერიკაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:
“რუსებს სიგარეტზე უარი ვუთხარით და აი ხოდი – თავიანთ ულამაზესს ტელეგრამ ჩენელზე #გააჯვითსახლში”
ვიდეოს მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს რუსულენოვანი ადამიანები აგინებენ და ლანძღავენ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პარკში მსხდომმა ახალგაზრდებმა სიგარეტი არ მისცეს, არ დაელაპარაკნენ რუსულად და ინგლისურად უპასუხეს, რომ – რუსებისთვის არ აქვთ სიგარეტი. რუსულენოვანი ადამიანები უშვერი სიტყვებით იხსენიებენ ახალგაზრდებს, მათივე თანდასწრებით და იქვე თავადვე ამბობენ, რომ მათი აზრით, ისინი არასრულწლოვნები არიან. ისინი ამბობენ, რომ დიდი ალბათობით, ამ გოგონას მამა ტაქსის მძღოლია, რუსები გადაჰყავს და რუსულ რუბლსაც იღებს და გოგონას ისევ აგინებენ და ლანძღავენ.
იმედია, შსს დაინტერესდება და ზომებს მიიღებს, რადგან ეს ორი რუსულენოვანი ადამიანი აშკარად ცდილობს პროვოკაციას და თვლიან რა, რომ ახალგაზრდები არიან არასრულწლოვნები, გამიზნულად აგინებენ და ლანძღავენ არასრულწლოვნებს მათივე თვალწინ.
კომენტარები