გადაცემაში “სხვა ნანუკა” გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი, ამბობს:
“ვერ მივიღეთ პასუხი, რაში ედავებიან გოგი წულაიას, ბრალი რომელიც მას წარედგინა, როგორც მე მივხვდი, არც სასამართლოსთვისაა ცნობილი და არც პროკურატურისთვის.
გავეცანი ყველა მასალას, მათ შორის, ქალბატონი ასმათის ჩვენებას, ამ ჩვენებაში სურათი დეტალურადაა აღწერილი, მაგრამ არსად არ არის ნახსენები სექსუალური ძალადობა, დაზარალებულის ჩვენებაში ერთი სიტყვითაც არ არის ნახსენები, რომ გოგის სექსი უნდოდა… დაზარალებული ჩვენებაში საუბრების კონტაქტებს 4 ეპიზოდად ჰყოფს, ვიდეოც საინტერესოა, ეძინა და რატომ გააღვიძა და რატომ ჩაიწერა, თვითონ უნდა უპასუხოს… მანამდე პირველ კონტაქტს აღწერს, რომ მომიჯდა გვერდით და ამბობს, რომ კოცნა უნდოდა – უნდოდა არის წარმოსახვითი მცნება, არ უკოცნია და არ უძალადია. ამის მერე შევიდა ტუალეტში, დაწვა და დაიძინა.
დაახლოებით, 20 წუთის მერე იღვიძებს, გადის ტუალეტში და ამის მერე ისევ თვითონ იძინებს, ასე აღწერს. როდესაც მეძინა, გამაღვიძა გოგის ფეხის მოძრაობის ხმამ, ასე ამბობს. თვალი რომ გავახილე, ჩამომიჯდა საწოლზეო… დამიწყო ხელებით შეხება ხელზეო.. ამ ეპიზოდში ამბობს, მაისურის ქვემოთ, უკან, ზურგზე შემიყო ხელი და უნდოდა მოფერება, მაგრამ მე არ მივეცი ამის საშუალება…
სად არის ამაში სექსუალური მოთხოვნილების შეთავაზების ელემენტი? შეთავაზებაც არ არის.
ნანუკა ჟორჟოლიანი:
-თუ აღწერს, რომ ხელით შეხება მოხდა…
ვალერი გელბახიანი:
-ზურგზე და არა, ბოდიში ამ სიტყვაზე და სასქესო, ან ერტოკულ ადგილზე…
ნანუკა ჟორჟოლიანი:
-სექსუალური ურთიერთობა მარტო სასქესო ორგანოთი ხომ არ შედგება? სექსუალურ ძალადობას ქალბატონი ასმათი ჩვენებაში არ ახსენებს?
ვალერი გელბახიანი:
-არა ჩვენების ბოლოს ამბობს, რომ ეს იყო სექსუალური ძალადობის მცდელობა, მაგრამ ვერ აღწერს რაში გამოიხატება… ამბობს რომ ხელები დამიკავა და გავაშვებინე, მაგრამ ეს უკავშირდებოდა, თუ არა სექსის მოთხოვნაზე თანხმობას, ამაზე არ საუბრობს. ის თავად ფიქრობს, რომ ალბათ, უნდოდა სექსი, მაგრამ გოგისაგან არ მიუღია ასეთი შეთავაზება.
ვალერი გელბახიანმა ისაუბრა ასევე იმ ცნობილ კომენტარზე, რომლის დროსაც თქვა, რომ გოგი წულაიას არ აქვს სექსუალური ურთიერთობის უნარი ოპერაციის შემდეგ:
“ეს იყო მისი პოზიცია, მან მოითხოვა ამ ტიპის ექსპერტიზის ჩატარება, აღნიშნა, რომ ოპერაციის შემდეგ ეკრძალებოდა და უნარიც არ ჰქონდა ამ ტიპის მოქმედებების, აქედან გამომდინარე, ეს ექსპერტიზაც დაადასტურებდა, რომ ქმედუნარიანი არ იყო. გოგი ახლაც ითხოვს ასეთი ტიპის ექსპერტიზის დანიშნვას, რადგან ამ ექსპერტიზის დანიშვნით გამოირიცხება ბრალდება და მითქმა-მოთქმა.”
კომენტარები