ფოტო: Anadolu Agency
25 დაღუპული კასთამონუში და 2 – სინოპის პროვინციაში, – ასეთია თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ბოლო მონაცემები. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ ბართინის პროვინციაში.
ოფიციალური ცნობით, კასთამონუში 112, სინოპში კი 86 სოფელია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე.
ზარალის აღმოსაფხვრელად, რეგიონისთვის უკვე მობილიზებულია 20 მილიონი ლირა.
კომენტარები