ირაკლი ღარიბაშვილს მშობლებმა ფული გასულ წელსაც აჩუქეს. პრემიერმა 2022 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, საიდანაც ირკვევა, რომ მშობლებისგან საჩუქრად 180 000 ლარი მიიღო.
დეკლარაციაში მითითებულია პრემიერის შვილების სწავლისა და ოჯახის წევრების მოგზაურობის ხარჯებიც. დოკუმენტის მიხედვით, ოჯახის წევრების მოგზაურობის ხარჯი გასულ წელს, 8868,72 აშშ დოლარი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, შვილების სწავლის საფასური, პრემიერის ცოლმა, ნუნუ თამაზაშვილმა გადაიხადა:
ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური 6698,98 ლარი;
ანდრია ღარიბაშვილის სწავლის საფასური 13545,77 ლარი;
გაბრიელ ღარიბაშვილის სწავლის საფასური 9534,55 ლარი;
ნინო ღარიბაშვილის სწავლის საფასური 5656,32 ლარი;
ნიკოლოზ ღარიბაშვილის სწავლის საფასური 12000 ლარი;
ირაკლი ღარიბაშვილს კი პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელფასის სახით, 41 004 ლარი აქვს აღებული.
კომენტარები