რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელ VKontakte-ის პირად გვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელშიც მედვედევი რუსეთის „საზღვრების აღდგენაზე“ და მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე საუბრობდა.
წერილში საუბარი იყო უკრაინაზე, საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე. იგი გამოქვეყნებიდან 10 წუთში წაიშალა.
„ნაციონალისტების ბანდებისგან უკრაინის მთელი ტერიტორიის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი კვლავ გაერთიანდება. ჩვენ წავალთ მომდევნო კამპანიაში, რათა აღვადგინოთ ჩვენი სამშობლოს საზღვრები, რომლებიც, მოგეხსენებათ, რომ არსად არ მთავრდება.
1801 წლამდე ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველო იყო, არ არსებობდა და ის მხოლოდ რუსეთის იმპერიის საზღვრებში ჩნდებოდა. ჩრდილოეთი და სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს ტერიტორიები შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ რუსეთთან, ერთი სახელმწიფოს შემადგენლობაში.
ყაზახეთი არის ხელოვნური სახელმწიფო და ყოფილი რუსეთის ტერიტორია. სანამ რუსები იქ არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“, – აღნიშნული იყო წერილში.
მედვედევს მის პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
წყარო: pia.ge
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
Powered By || Web Features || © 2024 Alia.ge - All rights reserved
კომენტარები