რუსთავი2-ის ეთერში, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შესახებ საუბრისას ამბობს:
“დიდი საფრთხეა უკრაინისთვის, მართლაც განვიცდით იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩვენ კარგი ურთიერთობები განვავითარეთ, მქონდა შესაძლებლობა გამეზიარებია მისთვის ჩვენი გამოცდილება, ის შეცდომები, რომლებიც იქნა დაშვებული წინა ხელისუფლების დროს, ომის დროს და ომის შემდეგ.
პრეზიდენეტი ზელენსკი საკმაოდ თავშეკავებულია ამ სიტუაციაში, მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რის წინაშეც მისი ხალხი დგას. ჯერჯერობით იგი მტკიცე თავშეკავებას იჩენს.”
ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ შედგა უსაფრთხოების საკითხებზე საუბარი უკრაინულ და ქართულ მხარეებს შორის მიუნხენის კონფერენციამდე, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ არა, ეს საუბარი მიუნხენის კონფერენციამდე შედგა და ხაზი გაუსვა იმას, რომ თავადაც იყო უკრაინაში ვიზიტით 2021 წლის ზაფხულში და ზელენსკიც იმყოფებოდა საქართველოში.
ირაკლი ღარიბაშვილი:
“ზელენსკის რომ დაეწყო აღიარებამდე აქტიური სამხედრო მოქმედებები – ეს იქნებოდა შეცდომა. მიუნხენში მოვისმინე და აღნიშნეს, რომ ამ სიტუაციაში ზელენსკის მხრიდან მნიშვნელოვანი იყო ცივი გონებით მოქმედება.”
“ალია” კი შეგახსენებთ, უკრაინას არც ე.წ. აღიარების შემდეგ დაუწყია აქტიური სამხედრო მოქმედებები და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმაციით, სამხედრო მოქმედებები რუსული მხარის მიერ ხორციელდება.
კომენტარები