უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოდესის ოლქის ტერიტორიაზე, შავ ზღვაში, რუსულმა გემმა რუმინეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი დაბომბა.
ფოტომასალას უკრაინის თავდაცვა ავრცელებს. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.
შეგახსენებთ, გუშინ ჭურვი მოხვდა შავ ზღვაში მცურავ თურქულ გემს.
შეფასდება, თუ არა, თავდასხმები “ნატო”-ს წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებად – ამაზე ჯერ კომენტარი არ კეთდება.
კომენტარები