ქათმის გულ-ღვიძლის ჩაშუშული
დაგჭირდებათ:
✔️ 500 გრ გულ-ღვიძლი
✔️ 1 მოზრდილი თავი ხახვი
✔️ 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
✔️ 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
✔️ 4 კბილი ნიორი
✔️ მარილი
✔️დაღერღილი წიწაკა
✔️ქინძი
აქვე შეგახსენებთ, ქათმის ღვიძლის სასარგებლო თვისებებს:
ქათმის ღვიძლში შემავალი ვიტამინი B2 ძალიან მნიშვნელოვანია კანის ქსოვილების აღდგენისა და რეპროდუქციისთვის. სწორედ ამ ვიტამინის უკმარისობა იწვევს ტუჩების დასკდომას და ენის შეშუპებას.
A ვიტამინის დამსახურებით კი ძალზე სასარგებლოა ბავშვებისთვის.
ქათმის ღვიძლი მდიდარია მინერალური ნივთიერებებით: თუთია, სელენიუმი, რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი და ფოსფორი.
ფოსფორისა და კალციუმის დახმარებით ტუჩები, ღრძილები და ძვლები ჯანმრთელ მდგომარეობას ინარჩუნებს. არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ ქათმის ღვიძლი კაცებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან მასში შედის ტესტოსტერონის ჰორმონი.
ქათმის ღვიძლი ღორისაზე კალორიულია (100 გრამი 140 კილოკალორიას შეიცავს), თუმცა მას უფრო ადვილად ითვისებს ორგანიზმი.
ქათმის ღვიძლი მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით. 100 გრამი ქათმის უმი ღვიძლი შეიცავს 137,8 კკალ-ს. საინტერესოა, რომ ამავე 100 გრამშია 25,7 გრამი ცილა, რაც მისი შემადგენლობის თითქმის 40%-ია.
ასევე, ქათმის ღვიძლი შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რაც აუცილებელია ორსულობის პერიოდში, რათა ნაყოფის დეფექტური განვითარება არ მოხდეს.
? მომზადება იხილეთ ვიდეორეცეპტში
კომენტარები