“მთავარი არხის” ინფორმაციით, ბათუმის ახალ ბულვარში ბათუმის წყლის კუთვნილი ტრაქტორი ზღვაში ჩავარდა. ეს ის ტერიტორიაა სადაც, რამდენიმე ხნის წინ ზღვამ გზის სავალი ნაწილი წაიღო.
ტრაქტორის ჩავარდნის შედეგად არავინ დაშავებულა. ბათუმის წყლის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანია, სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებდა, რა დროსაც დაზიანებულმა გზამ მძიმე ტექნიკას ვერ გაუძლო.
შეგახსენებთ, გუშინ, თორნიკე რიჟვაძემ, კითხვას ომი რუსეთმა დაიწყო, თუ უკრაინამ, უპასუხა, რომ ამაზე “დარგის სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ.” ახალდაგებული გზები რომ წამდაუწუმ ფუჭდება, დარგის სპეციალისტები, ნეტავი, ამაზე რას ამბობენ? და კორუფციის მკვლევარები?
ფოტო – მთავარი
კომენტარები