თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილის 2016 წლის განცხადებას ეხმაურება და წერს:
„ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ოპოზიციაში ყველაზე უკეთ იცის, თუ როგორი პრაგმატული და სახელმწიფო ინტერესებზე მორგებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მაინც საკუთარი 3%-იანი პარტიის ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდის და ნებსით თუ უნებლიეთ მეხუთე კოლონის, ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს, აზიანებს სახელმწიფოს და არა მმართველ პარტია.
მე ჩემი შვილები ამ ქვეყნის დასაცავად არ გამიზრდია! ამ სიტყვების ავტორი დღეს ხელისუფლებას პოლიტიკას უწუნებს, „წადით სახლში“ და „ჩვენ ვიბრძოლებთო“ ვინც იტყვის ის მოვიდესო. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელმაც ოპოზიციაში ყველაზე უკეთ იცის, თუ როგორი პრაგმატული და სახელმწიფო ინტერესებზე მორგებულია „ქართული ოცნების“ პოლიტიკა, მაინც საკუთარი 3%-იანი პარტიის, ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდის და ნებსით თუ უნებლიეთ მეხუთე კოლონის, ომის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ატარებს, აზიანებს სახელმწიფოს და არა მმართველ პარტიას. ძალიან სამწუხაროა მაგრამ, ამ მოვლენებმა ბევრი პოლიტიკოსის და არა მარტო პოლიტიკოსის ლუსტრაცია მოახდინა, ხალხმა ნათლად დაინახა, ვინ ზრუნავს სახელმწიფოზე და ვინ მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე“
სინამდვილეში, მაშინ უსუფაშვილმა თქვა:
“ჩვენ ჩვენს შვილებს არ ვეუბნებით, რომ თქვენ, ჩვენო შვილებო – შენ დაიბადე და გაგაჩინე იმისთვის, რომ სამშობლოს გმირულად უნდა შეეწირო. მე ამას არ ვეუბნები შვილებს. მე ვეუბნები, რომ შვილო თქვენ დაიბადეთ და შეიქმენით და გაჩნდით ამ ქვეყანაზე, რომ იყოთ თავისუფალი და ბედნიერი“
კომენტარები