587
უკრაინამ Russia Today-ს მთავარი რედაქტორი, მარგარიტა სიმონიანი სისხლის სამართლის ეჭვმიტანილად ცნო, ინფორმაციას უკრაინის მთავარმა პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინა სიმონიანს საერთაშორისოდ ძებნილთა სიაში შეიყვანს.„მარგარიტა სიმონიან, თქვენ უკრაინაში ეჭვმიტანილად მიიჩნევით. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ უკრაინის სასამართლოს გამომძიებელმა მოსამართლემ უკრაინის პროკურორის მოსმენის შემდეგ მისი არგუმენტები გონივრულად მიიჩნია. შესაბამისად, უკრაინის სასამართლომ გასცა ბრძანება, რომ მარგარიტა სემენოვნა დააკავონ და შერჩეულ სასამართლოში გადაიყვანონ რათა განისაზღვროს სასჯელის ზომა.
უკრაინის პროკურატურასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, უნდა გესმოდეთ, რომ სხვა სახელმწიფოს საზღვრების გადალახვის შემთხვევაში უკრაინაში ექსტრადიციის მიზნით დაგაკავებენ“ – აცხადებს უკრაინის გენერალური პროკურორი.
შეგახსენებთ, მარგარიტა სიმონიანმა საქართველოს მთავრობის განცხადება სანქციების არ შემოღებასთან დაკავშირებით მოიწონა და განაცხადა: “მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა!”
“საქართველო გამოჯანმრთელდა!” – RT-ის მთავარი რედაქტორი ღარიბაშვილის განცხადებებზე
http://
კომენტარები