აშშ-ში მცხოვრები ექიმი, მამუკა მაჩაიძე:
“ყოველდღიურად რუსულ, ჩინურ და ახლა უკვე ამერიკულ მედიაში (ტაკერ კარლსონი, რომელსაც კითხვაც უჭირს, არათუ აზრის გამოტანა) მიდის მიზანმიმართული შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე – ღამურა, ბიოლოგიური იარაღი, ტერორიზმი, საშიში ცდები და ათასგვარი გამოგონილი ბრალდებები, რომლის გამოყენებასაც, როგორც ჩანს, თვითონ რუსები განიხილავენ.
უნდა გამოვიდეს მინიმუმ შინაგან საქმეთა მინისტრი და გააკეთოს განცხადება, რომ ეს სიცრუეა! როცა თავს გესხმიან, მართალი ხარ და ამ დროს ჩუმდები, ეს აჩენს განცდას, რომ მართლა რაღაცას აშავებ.
ნუ გააღიზიანებთ, რომ ,ფრთხილ პოლიტიკას’ არ გადაუხვიოთ, უბრალოდ თქვით, რომ არანაირი ბიოლოგიური იარაღის დამზადების არც საშუალება და არც სურვილი არ აქვს ქვეყანას.”
კომენტარები