“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი
“პუტინის მხარეს არიან, რუსების მხარეს არიან, გლოვობენ ახლა რომ იქ უკრაინა წარმატებულია ამ ომში და პუტინს აქვს პრობლემები. წარმოგიდგენიათ, ივანიშვილი არ გამოჩენილა, ერთი განცხადება არ გაუკეთებია – იმიტომ რომ თავად არის რუსი ოლიგარქი, თავად ელოდება სანქციები. ბერა გამოვარდა, რომ ნახეს უკრაინის პოზიციები მყარდება და დიდება უკრაინასო, თქვეს რაღაცა თანხას გადავრიცხავთო, ეგრე აბრამოვიჩიც იზახდა, ფგავიდი “ცელსს” და ურაინის ფონდში გადავრიცხავო, მაგრამ ბოდიში და დაპანღურეს, ჩამოართვეს ქონება, დაასანქცირეს. რუსულად პროპაგანდირებს ქალბატონი სალომე – თურმე, სიმართლე ყოფილა შავი პიარი. თავს კი არ ვჭრის დასავლეთში ჩვენ ქვეყანას, პირიქით, მეორე საქართველოს ვანახებთ, რომელიც არც მხდალია და ზურგში დანას არ ურტყამს ომის დროს მეგობარ ქვეყანას.
რას ამბობს ქალბატონი სალომე? ხალხი რომ გამოვიდა და გააპროტესტა ღარიბაშვილის განცხადებები, შავ პიარს ეწეოდნენ? რავიცი, თავადაც არ ამაყობდა ამ ხალხით? ორმაგი სტანდარტია – სულელი არავინ არის. ჰააგაზე სიტყვა არ დაუძრავს დღევანდელი გამოსვლის დროს. ყველაფერი დევს ხელისგულზე. არ ვაპირებ ნაცარი დავიყარო თავზე და ვთქვა, გადასარევია სალომე ზურაბიშვილის ბოდვები, მორალს გვიკითხვას პოლიციელზე ადამიანი, რომელიც პოლიციელის მკვლელი შეიწყალა. ამ ქალმა რა მორალი უნდა წაგვიკითხოს? მე მასწავლის პოლიციის პატივისცემას? რატომ 5 ივლისზე არაფერი თქვა და რა საფრთხეებია ალტ-ინფოსთან დაკავშირებით? მაგრამ ეს ალტ-ინფო მეორე ამბავია – ისინი პატარა პუტინისტები არინა, მთავარი პუტინისტები არიან ქართული ოცნებაში.
უკრაინის პირბადეების ახლა გაკეთება, არ გიშველით… ხომ არ იგრძნეს, რომ დასავლეთი ერთიანია? ბიძინა ივანიშვილი ბუნკერშია… თურმე, ჩვენ გვინდა ომი, ომი კი არა, მშვიდობა გვინდა, ამიტომ გვინდა ნატოსა და ევროკავშირში…”
ლევან ხაბეიშვილმა ასე თქვა ისიც, რომ არსად, არავის ჰყავს პუტინის პატიმარი, გარდა საქართველოსი, მიხეილ სააკაშვილის სახით, განაცხადა, რომ სააკაშვილი ახლა ჰაერივით სჭირდება უკრანას, რეგიონს და სალომე ზურაბიშვილს, თუ ის გულწრფელია და მართლა უკრაინის მეგობარია, მის შეწყალებაზე უნდა ეფიქრა.
კომენტარები