საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად უკრაინაშია, კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ხატია დეკანოიძე ავრცელებს და წერს:
“ამასობაში, გენერალი გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა.
ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში”
გია ლორთქიფანიძის წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებას გამოძიება აქვს დაწყებული. მას ედავებიან მიხეილ სააკაშვილის დახმარებას, საქართველოში შემოსვლაში.
კომენტარები