ეკონომისტი, ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში, წერს:
“19 წლის ანგელოზი რომ მიწაშია შენ გამო, თუნდაც პირველ ეპიზოდში თუ იყავი, თუნდაც უბრალოდ ჩხუბს შეესწარი და შენ დგები დარბაზში და იძახი რომ თავს არ მიიჩნევ დამნაშავედ, ამაზე მეტი რა უნდა დაგემართოს ახალგაზრდა ადამიანს?
19 წლის ბავშვი რომ აღარაა, 2 და 3 წელი ციხეზე უარი როგორ უნდა თქვა?
ეგ კი არა პირიქით, ადვოკატზეც კი უარი უნდა თქვათ და თავდახრილებმა მოიხადოთ თქვენი წილი ბრალი. . .
ეს იქნება ყველაზე დიდი ვაჟკაცობა ახლა, რაც შეგიძლიათ ქნათ.
აბა ისაა ვაჟკაცობა, უდანაშაულოს რომ მისდევდით, მერე სცემეთ და მერე ჩაახრჩვეთ?
დახარეთ თავები და შედით იქ, სადაც ინდა იყოს თქვენი საცხოვრებელი ბევრი, წელი.”
კომენტარები