ფოტო – ტვ პირველი
მილიონიან იახტებზე, რომლებიც რუსმა ოლიგარქებმა გადამალეს, სამოქალაქო აქტივისტები ნადირობენ.
ქალაქ ბოდრუმში რომან აბრამოვიჩის იახტას გზა ჩაუკეტეს. იახტის დაკავება უკრაინელმა აქტივისტებმა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება თურქეთის სამართალდამცველებმა არ მისცეს. 139 მეტრის სიგრძის და 26 მეტრის სიგანის იახტა თურქეთში ჩერნიგორის პორტიდან ჩავიდა.
შევიცარიაში კი კიდევ ერთი რუსი ოლიგარქის ქონება დააპატიმრეს. პიოტრ ავენსი შვეიცარიის ალპებში ძვირადღირებულ აპარტამენტს ფლობს. მისი ქონება მთლიანობაში 4. 7 მილრდ დოლარს შეადგენს, თუმცა ქონების დიდი ნაწილი ახლა დაყადაღებულია. ავენი “ალფა ბანკის” ერთ-ერთი აქციონერი და პუტინთან დაახლოებული პირია.
პუტინის კიდევ ერთ ახალ იახტას მიაგნეს ნავალნის გამომძიებლებმაც. ის სიდიდით მსოფლიოში N 13 იახტაა და 6 სართულისგან შედგება. ამჟამად იახტა იტალიის წყლებში იმყოფება. ის, რომ იახტა ნამდვილად რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის, მოწმობს იახტის პერსონალიდან ამოღებული ინფორმაციაც. იახტის ყველა პერსონალი რუსია და მათი ვინაობა მკაცრად არის გასაიდუმლოებული.
სანქციების და დასავლეთის უპრეცენდენტო იზოლაციის ფონზე რუსი ოლიგარქები და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები წყობიდან გამოდიან. უკრაინასთან მთავარ მომლაპარალკებლად მიჩნეული, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმერ მედინსკიმ სოციალურ ქსელში სიმბოლური ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე დაჭრილი ვიზა ბარათისგან ლათინური ასო Z-ა შექმნილი, რომელიც რუსეთის ომის სიმბოლოს გამოხატავს.
საგარეო საკითხებში ევროგაერთიანების უმაღლესი კომისარის ჟოზეფ ბორელის განცხადებით, რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქამდე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს.
წყარო – ტვ პირველი
კომენტარები