ნანა სულავა
„ალიას“ ესაუბრება პოეტი გოჩა ხარანაული.
-ბატონო გოჩა, რა შეფასებას მისცემთ ცნობილი რეჟისორის ლანა ღოღობერიძის განცხადებას: „ვინც 20 ივნისის აქციაზე არ მოვა, ის დასავლურ დემოკრატიას არ დაიცავსო“?
-ლანა ღოღობერიძე 1991 წლის 20 დეკემბერსაც მოუწოდებდა ქართველ ხალხს, ვინც არ მოვა ჩვენს დემოკრატიულ მიტინგზე, ის ქვეყნის მოღალატე იქნებაო. ჰოდა, დაიწყო ეს მიტინგი და იქვე გაჩნდა თენგიზ სიგუა თავისი შეიარაღებული ბანდით. შეიარაღებული დემოკრატები კი დაიძრნენ რუსთაველის პროსპექტზე, საბრძოლო პოზიციები დაიკავეს ქაშუეთის ეკლესიის ეზოში, ცისფერ გალერეასთან და პირველი სკოლის წინ, ილიასა და აკაკის ძეგლთან. მერე ერთ დღეში დღევანდელმა პარლამენტარმა დევი ჭანკოტაძემ ზარბაზანი შემოაგორა რუსთაველზე და მესამე ხმაც მოვიდა – თენგიზ კიტოვანი. და ცეცხლი გაუხსნეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მინისტრთა კაბინეტს და საქართველოს პირველ პრეზიდენტს. მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, 1992 წლის 6 იანვარს დღევანდელმა პრეზიდენტმა მათ მიულოცა დიქტატორ გამსახურდიას დამხობა და დემოკრატიის გამარჯვება. დევი ჭანკოტაძე ჯან-ღონეზეა, ყარყარაშვილი და კიტოვანიც სახეზე არიან. მარტო თენგიზ სიგუა, ჯაბა იოსელიანი და ედუარდ შევარდნაძე აღარ არიან ცოცხლები. მაგრამ, როგორც ჩანს, ახალ ზეიმს აპირებენ. სალომე ზურაბიშვილიც მოწვეული ჰყავთ ამ ზეიმზე. დავით ბერძენიშვილმა ხომ უთხრა ქალბატონ სალომეს, ჩვენ თუ მოვალთ 16 ივნისს თქვენს აქციაზე, თქვენც მოდით 20 ივნისს ჩვენს აქციაზეო. დაგეწვათ ბეიკერისა და გენშერის დალოცვილ-მილოცვილი დემოკრატია!
კომენტარები