მოქალაქემ, რომლის წინააღმდეგაც შსს-მ “პირბადის ტარების” საქმე სააპელაციოში გაასაჩივრა, დავა ამჯერადაც მოიგო. საქმე ეხება საჩხერის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ღია სივრცეში, პირბადის გამოუყენებლობისთვის დაწერილი ჯარიმა გააუქმა.
ლაშა კაპანაძე:
“კორონა ვირუსისგან მცველი აირწინაღის (პირბადის) საქმე სააპელაციო სასამართლოშიც მოგებულია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შსს-ის საჩივარი და საჩხერის რაიონული სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება დატოვა უცვლელად.
ლაშა კაპანაძე 2-0 შსს. აბა თქვენ იცით საკასაციო საჩივრის წერა არ დაგეზაროთ”
კომენტარები