საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 236 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი, ხოლო 3 146 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 450 149-ს შეადგენს, საერთო ჯამში გარდაცვლილია 6 128 ადამიანი, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 403 762 პირი.
კომენტარები