დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე Facebook Live-ში:
“კიდევ ერთხელ ვიმეორებ… მე ვიცი, Facebook-ზე ბევრი ამბობს, აი, გამყრელიძე გამოვა და იტყვის – კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა, კიდევ 2-3 კვირა. არა, ბატონო, თავიდანვე ვთქვი, რომ ახალ ველოსიპედს ჩვენ ვერ გამოვიგონებთ, შიდა გავრცელებიდან მე-6, მე-7, მე-8 კვირა არის ხოლმე ყოველთვის საფრთხილო. შიდა გავრცელება ჩვენთან დაიწყო 23 მარტს, იქედან გადათვალეთ, ახლა ვართ მე-7 კვირაში. ამიტომ, მე-7 კვირა, მე-8 კვირა დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ გავივლით”
კომენტარები