ლარი დღესაც გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულებამ 2.68 ლარი შეადგინა.
მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულების წესი შეცვალა და ვიცე-პრეზიდენტებმა თანამდებობები დატოვეს, ეროვნული ბანკი კურსის შესაკავებლად სავალუტო ინტერვენციებს ატარებს.
2 დღის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე $57 150 000 გაყიდა. 20 სექტემბერს სავალუტო აუქციონზე $20 მლნ გაიყიდა, ხოლო დღეს, 21 სექტემბერს – $37 150 000, ლარი გაუფასურებას განაგრძობს.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია.
კომენტარები