ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ახალშობილ ჩინელს დაბადებიდან 30 საათის შემდეგ ახალი კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
ბავშვი უხანის საავადმყოფოში 2 თებერვალს დაიბადა. რამდენიმე დღით ადრე, ექიმებმაკორონავირუსის დიაგნოზი ბავშვის დედას დაუსვეს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორ გადავიდა ვირუსი დედიდან ახალშობილზე.
ექიმები ამბობენ, რომ ჯერ გენეტიკურად დაავადების გადადებასთან დაკავშირებით განცხადებებს ვერ გააკეთებენ.
ბავშვის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია და მასზე დაკვირვებას რამდენიმე სპეციალისტი ახორციელებს.
რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალდაბადებული ბავშვი, რომელიც გააჩინა კორონავირუსით დაავდებულმა დედამ – ჯანმრთელია.
დიდი ალბათობით, იგივე ბავშვზე და დედაზეა ამჯერადაც საუბარი. ბავშვს ვირუსი 30 საათის შემდეგ დაუდგინდა.
კომენტარები