პოლიტიკოსი, გიორგი ვაშაძე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ადამიანებს აცნობს საერთო ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებული მოთხოვნებს და ამბობს:
“მოთხოვნა ორი საკითხისგან შედგება:
დაუყოვნებლივ გაიხმოს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტიდან!
და მეორე – ყველა დაპატიმრებული, რომელიც უკანონოდ დააპატიმრეს გუშინ, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული.
ზუსტად 1 საათი, ველოდებით ველოდებით, აი, ამ რუსეთის ინტერესების გამტარებლებს, რომ გაიხმონ კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლოს გუშინ დაკავებული ადამიანები. სხვა შემთხვევაში, გადავალთ შემდგომ ნაბიჯებზე.
მივმართავ აქედან ბიძინა ივანიშვილს, გონს მოეგე და დათანხმდი ხალხის ნებას და თუ 1 საათში არ მივიღებთ პასუხს, მაშინ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.”
კომენტარები