ავეჯის გადაზიდვამდე გეგმის შემუშავება გჭირდება. ეს, თითქოს, რთულია ერთი შეხედვით, მაგრამ იმდენად ამარტივებს ავეჯის გადაადგილების პროცესს – ღირს, მით უფრო, ჩვენი რჩევებით. გეგმის შედგენის რამდენიმე არსებობს:
- ხელით დახაზე გეგმა ფურცელზე.
- გამოიყენე კომპიუტერული პროგრამა.
- შექმენი მარტივი განლაგება ავეჯის ქაღალდიდან ამოჭრით: ნახატის გარშემო მოსახერხებელია ასეთი მოდელების გადატანა.
დაიწყე დასუფთავებით:
დასუფთავების დაწყებისთანავე არ უნდა შეჩერდე ზედაპირების უბრალო დასუფთავებაზე. გამოიყენე ეს მომენტი და საფუძვლიანად დაასუფთავე ნივთები. გირჩევ, მოხსნა თაროები და გაწმინდო, მოაცილო ზედმეტი ნივთები და გაათავისუფლო ადგილი.
ეს დაგეხმარება უფრო მნიშვნელოვანი გარდაქმნების მიღებაში: შეცვალე ქსელკედლებიანი კარადები და თაროები, თხელი, მყარი მასალით დამზადებული, ან გაყიდე მოუხერხებელი სკამი და მოძველებული კომპიუტერის მაგიდა. აქვე გეტყვი იმასაც, რომ წელს მოდაშია მქრქალი ზედაპირით ავეჯი, პრიალა ზედაპირი ტრენდიდან სწორედ იმიტომ გადის, რომ მასზე ერთი თითის დადებაც კი, უკვე თავიდან გაწმენდას ითხოვს მთელი ზედაპირის.
ალბათ, არაკომფორტული დივანი ან ცარიელი კუთხე დიდხანს გაღიზიანებდა, მაგრამ ამას მხოლოდ საფუძვლიანი დალაგებისას გაიაზრებ.
ორი მთავარი წესი:
მეორე მთავარი წესია, უსაფრთხოება:
ფრთხილად უნდა მოეკიდო ავეჯის გადაწყობას: ამოალაგე უჯრებიდან ყველაფერი და გაათავისუფლე კარადები მსხვრევადი ნივთებისგან, ტანსაცმლისგან, ასევე, ყველა იმ ნივთისგან რაც ამძიმებს კარადებს და ხელს შეგიშლის მის გადაადგილებაში. გაათავისუფლე იატაკი ხალიჩებისგან. გადაადგილების დროს თუ საფრთხე ემუქრება ავეჯის დაზიანებას, მისი სტრუქტურის შეცვლას, ასეთ დროს ღირს პროფესიონალის მოწვევა, რომელიც დაგეხმარება ავეჯის დაშლა/გადაწყობაში.
რამდენიმე ხრიკი, რომ არ დაიკაწროს იატაკის ავეჯის გადაადგილებისას:
- მოათავსე ძველი ლინოლეუმის ნაჭრები კარადების ან დივნის ფეხების ქვეშ.
- გამოიყენე შალის ხალიჩა.
- გამოიყენე სპეციალური ღვედი.
- ჩამოთვლილი საგნების არარსებობის შემთხვევაში, ნედლი კარტოფილის ნაჭრები, კონსერვების პლასტმასის სახურავები და ნესტიანი ბამბის ნაჭრები გამოდგება.
თუ შენი სამუშაო მაგიდა მიერთებულია დენის წყაროზე ან კედლის ჩამრთველზე, ამის გათვალისწინება ავეჯის გადატანამდე აუცილებელია.
ასევე სინათლის ნაკლებობას დისკომფორტის შეგრძნება მოაქვს, ამიტომ წინასწარ უნდა იფიქრო განათების ხარისხზე.
შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი სინათლის წყაროები ან დამაგრძელებელი კაბელები, რომელთა საშუალებით გაანათებ ბნელ ადგილებს და გაიმარტივებ ავეჯის გადაადგილების პროცესს. სასურველია ეს წინასწარ გაითვალისწინო.
ფუნქციური კუთხეები:
საჭიროა განსაზღვრო რომელი ფუნქციური ადგილები გჭირდებათ. მაგალითად, ყოველთვის გინდოდა მინი-კაბინეტი, საკითხავი კუთხე ან დამატებითი სათავსო. ყოველივე ეს წინასწარ უნდა განსაზღვრო და დაიწყო ახალი სივრცის დაგეგმვა.
თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, საჭიროა ზონირება. ეს საკითხი შეგიძლია გადაწყვიტო სხვადასხვა ხრიკის გამოყენებით: ოთახი ზონებად გამიჯნო ზურგით განლაგებული დივანით, ფარდით ან გამყოფი თაროებით. თუმცა, ფარდით სივრცის გამოყოფა, უკვე მოძველებულია და არაპრაქტიკულიც. ყურადღება მიაქციე კუთხეებს – ისინი ხშირად გამოუყენებლად რჩებიან და გამოსადეგი არეალი მცირდება.
სად უნდა განვათავსო კომპიუტერი და ტელევიზორი?
მე გეტყვით, სად არ უნდა განათავსო, არასოდეს დადგა ფანჯარასთან, ფანჯრიდან შემომავალი შუქი, ეკრანს აბუნდოვანებს. ტელევიზორის შემთხვევაში კიდევ ერთი წესია, ისე უნდა განთავსდეს, რომ მანძილი ტელევიზორსა და მაყურებელს შორის იყოს მისი დიაგონალის მინიმუმ სამჯერ მეტი.
და თუ ვერ ვყიდულობ ახალს?
ადგილი შეუცვალე, ასე ცოტა ხნით, გადაახალისებ. არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ერთი ოთახით: უნივერსალური ავეჯის, მაგალითად, კომოდის, თაროების და ტუმბოს გამოყენება სხვა ოთახში ან სამზარეულოშიც იქნება შესაძლებელი.
დაშალე კომბინაციები – მაგალითად, ჩვეულებრივი მაგიდა და სკამი, რომლებიც არც ისე კარგად გამოიყურება ერთად, ან უკვე მოსაწყენი გახდა. შეუთავსე ავეჯის სხვადასხვა ელემენტები ერთმანეთს, ამით მიიღებ ახალ კომბინაციებს ახალი ჰარმონიული შეერთებით და რაც მთავარია ახალ განლაგებას.
თუ ავეჯი დაზიანებულია, ან მოძველებულია და არ გამოიყურება თანამედროვედ – ნუ იჩქარებ გადაგდებას – განახლება/რესტავრაციით მიეცი ახალი სიცოცხლე და გამოიყენე განახლებულ დაგეგმარებაში.
რამდენიმე რჩევა ავეჯის განლაგებისთვის:
- მოგრძო მართკუთხა ოთახი ესთეტიკურად გამოიყურება, თუ მის ფორმას უფრო ეფექტურად გამოიყენებ და ავეჯს სწორად განათავსებ. მოკლე კედელთან დადგი კარადა. შეგიძლია მართკუთხა ოთახის ზონირება ორ სხვადასხვა ფუნქციურ სივრცედ.
- იმისათვის, რომ ოთახი უფრო დიდი აღმოჩნდეს, ავეჯი მოაწყე სიმეტრიულად.
- დიდი სარკის დამატებით შეგიძლია ინტერიერი უფრო მსუბუქი და საინტერესო გახადო..
- ოთახი უფრო მყუდრო იქნება, თუ დივნის ან საწოლის გვერდით მხარეებზე ორ კომოდს განათავსებთ.
- არ არის აუცილებელი საწოლის ზურგი კედელზე მიაბჯინო – შეგიძლია ის ფანჯრისკენ მიაბრუნო ან სულაც დიაგონალზე განათავსო.
(R)
კომენტარები