„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა ჭალიძე აცხადებენ, რომ ემიჯნებიან სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა გაავრცელეს.
„არ ვეთანხმები ამაზე ხელმოწერას. ვწუხვარ კიდეც“, – დაწერა თეონა ჭალიძემ ფეისბუკზე.
„როგორც პარტიის წევრი, ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას“, – დაწერა დეკანოიძემ და დასძინა: „არ მიმაჩნია სწორად. ჩემი პოზიციაა. თუმცა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში რომ ეჭვი არ მეპარება, გასაგებია“
კომენტარები