ბოლოს როდის გადაზიდე ტვირთი და როგორ? – ჩემ გამოცდილებას არ მოვყვები, საკუთარი და სამეგობროს ძალებით ვცადე და ცუდად მახსენდება. ჩემმა მეგობარმა, რომლესაც, ასევე ცუდი გამოცდილება ჰქონდა, საკუთარი ძალებით ტვირთის გადაზიდვაზე, გადაწყვიტა, ვინმე დაექირავებია, ჩათვალა, რომ პროფესიონალები არ სჭირდება ბინიდან სამშენებლო ნაგვის გატანას და ელიავაზე, პირველი ვინც შეხვდა, ის მიიყვანა ადგილზე. აჩვენა სამუშაო, გადაუხადა თანხა და დატოვა. მეორე დღეს, ახალაშენებული კორპუსის მეზობელმა დაურეკა, რომელსაც ასევე, ჯერ კიდევ სამშენებლო სამუშაოები აქვს ბინაში და კარიც არ ჩაუსვამს და უთხრა: – შენი ბინიდან კი გაიტანეს სამშენებლო ნაგავი, მაგრამ ჩემ ბინაში შემოუტანიათ და აქ დაუყრიათო. ამის შემდეგ, იკადრა და მიმართა პროფესიონალებს.
რა არის ტვირთი?
როგორც ამბობენ, ტვირთია ყველაფერი ის, რასაც ერთი ადამიანი ხელით, ზურგით, ვერ წაიღებს. ნებისმიერი მძიმე საგანი, ავეჯი, ტექნიკა, მალფუჭებადი საქონელი, საოფისე ნივთები, სამშენებლო მასალა, თუ ნაგავი – ყველაფერი, რაც ბევრია, ან მძიმე და გადასატანია ერთი ადგილიდან მეორეზე.
რის მიხედვით უნდა შეარჩიო ტვირთის გადაზიდვის მომსახურება უპირველესად?
ამბობენ, რომ პირველ რიგში, ფასის, ან მანქანის ზომის მიხედვით, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, მძღოლის მიხედვით უნდა შეარჩიო, მძღოლი შეიძლება გამოცდილი იყოს მანქანის ტარებაში, მაგრამ ტვირთის გადამზიდი ავტომანქანის მძღოლს სხვა ტიპის გამოცდილება სჭირდება. სწორედ პროფესიონალი მძღოლი, გამოცდილებაზე დაყრდნობით ირჩევს მარშრუტს, წყვეტს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ტვირთის განთავსების და მიწოდების დროის კონტროლი.
მარშრუტის სწორად არჩევანი – ზოგჯერ, საწვავის და დროის ეკონომიის გამო, მძღოლი ირჩევს მოკლე მარშრუტს, თუმცა, გადამზიდის მძღოლმა უნდა გაითვალისწინოს გზაც – დაზიანებული გზით წასვლა, როცა ტვირთი გადაგაქვს, რისკებთანაა დაკავშირებული და შესაძლებელია, იმაზე ასჯერ მეტი ზიანი მოგიტანოს, ვიდრე, გრძელი, მაგრამ კარგი გზით და უსაფრთხო მარშრუტის დაგეგმვამ. ასეთი დეტალების გათვალისწინება, სატვირთო მანქანის გამოცდილ მძღოლს ადვილად შეუძლია.
გადამზიდი ტრანსპორტის გამოცდილი მძღოლი, სანამ ტვირთის გადაზიდვას დაიწყებს, მანამდე აუცილებლად შეამოწმებს, ტვირთის ჩატვირთვის გამო, ხომ არ ექმნება გზაზე ხილვადობის პრობლემაა, ხომ გამართულად მუშაობს ფარები.
სატვირთო მანქანის ყველა გამოცდილმა მძღოლმა კარგად იცის, რომ სატვირთო მანქანას უნდა ჰქონდეს საკმარისი ტევადობა. არ უნდა დაიტვირთოს იმაზე მეტად, ვიდრე მწარმოებლის დადგენილი სტანდარტებითაა გათვლილი – ამ შემთხვევაში, ტვირთიც დაუცველია, მანქანაც და მძღოლიც. გარდა ამისა, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ტვირთი თანაბრად უნდა გადანაწილდეს სატრანსპორტო საშუალების ღერძებზე.
გადაზიდის დაწყებამდე, პროფესიონალი მძღოლი დარწმუნდება, რომ ნივთებს, ავეჯს, სხვადასხვა ტვირთს შორის მანძილი ამოვსებულია, ნივთები დამაგრებულია, კარსა და ტვირთს შორის, 3–5 სანტიმეტრიანი სივრცეა თავისუფლად დატოვებული და ა.შ.
კიდევ უამრავი დეტალია, დროის სწორად დაგეგმვა, ამინდის პირობებზე მორგება, თუ დიდ გზაზეა ტვირთი გადასატანი, დასვენების დროის განსაზღვრა და ა. შ. – მოკლედ რომ ვთქვათ, ტვირთის გადამზიდი მანქანის მძღოლს სპეციალური გამოცდილება იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე წარმოგიდგენია.
რის მიხედვით ვარჩევთ ტვირთის გადამზიდ მანქანას?
მანქანას ვარჩევთ იმის მიხედვით, თუ რა სახის, რა ოდენობის, როგორი ტვირთი გვაქვს გადასატანი.
მაგალითად, თუ ტვირთი იწონის 300 კილოგრამამდე, შესაძლებელია მისი ფურგონით, ან მინივენით გადატანა და თუ მეტს იწონის, უკვე სატვირთო მანქანა გვჭირდება.
300 კილო ოქრო მეტს იწონის, თუ 300 კილო ბამბა? – ცხადია, ორივენი ერთნაირად იწონის, მაგრამ 300 კილო შეგიძლია გადაიტანო მინივენით და 300 კილო ბამბას ვერ გადაიტან მინივენით – მოცულობასაც მნიშვნელობა აქვს.
იგივე ითქმის მუშახელზე, შესაძლოა, 300 კილო ოქროს მანქანაზე დატვირთვა, საკუთარი თავის გარდა კი ვერავის ანდო, მაგრამ 300 კილოიანი ტვირთის გადასაზიდად, ზოგჯერ შესაძლოა, მეტი მუშახელი დაგჭირდეს, ვიდრე 400 კილოიანიანი ტვირთის გადასაზიდად – ყველაფერი დამოკიდებულია ტვირთის სპეციფიკაზე. რანაირად? – შესაძლოა, მაგალითად, ის 300 კილოიანი ტვირთი ერთიანი მასაა და ერთადაა გადასატვირთი და 400 კილოანი ტვირთი, მაგალითად, წიგნები, შესაძლოა, ნაწილ–ნაწილ დაიტვირთოს.
თუ მალფუჭებადი, ან ეკოლოგიისთვის საშიში ტვირთი გაქვს გადასატანი, ისეთი სატვირთო მანქანა გაქვთ მოსაძებნი, რომელსაც ტემპერატურის კონტროლი შეუძლია, რომელშიც, ტვირთი გარემო ზემოქმედებისგან სრულად იქნება დაცული, ან, შესაძლოა, ავეჯი გაქვთ გადასატანი, რომელიც არ არის მძიმე, მაგრამ ადვილად შესაძლოა დაზიანდეს და სპეფიციკური მოვლა სჭირდება როგორც დატვირთვა–ჩამოტვირთვისას, ასევე ტრანსპორტირებისას.
ყველა ამ დეტალზე წინასწარ მიაწოდე მძღოლს ინფორმაცია, რათა მან ზუსტად გითხრას, რა ზომის მანქანა დაგჭირდება და რამდენი მუშახელი ჩასატვირთ–გადმოსატვირთად.
ტვირთის უსაფრთხოდ გადაზიდვის 5 წესი:
მომზადება:
პირველ რიგში, ტვირთი უნდა მომზადდეს ტრანსპორტირებისთვის – შეიფუთოს სწორად, მაგალითად, ტყავის ავეჯის შეფუთვას თავისი წესი აქვს, მსხვრევადი ნივთების შეფუთვასაც სპეციალური ცოდნა სჭირდება, მალფუჭები პროდუქტების შეფუთვა და ჩატვირთვა–გადმოტვირთა სპეფიციკურია, ასეთივე სპეციფიკურია ეკოლოგიისთვის საშიში ტვირთის მომზადება გადასაზიდად.
შემოწმება:
საუკეთესო ვარიანტია, თუ შეფუთვასაც გადამზიდ სერვისს ანდობ, ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ექნება სრულად აიღოს პასუხისმგებლობა ტვირთზე, თუ თავად შეფუთავ, სასურველია, აჩვენო, გადაამოწმებინო, რომ ისე გაქვს შეფუთული, არ დაზიანდება და დაცული იქნება გარე ფაქტორების ზემოქმედებისგან.
დამაგრება:
ტვირთი სათანადოდ უნდა იყოს დამაგრებული მანქანაში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მისი გადაადგილება ტრანსპორტირებისას. ამ მიზნით გამოიყენება სპეციალური სამაგრების სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო ფიქსაციას.
დატვირთვა და გადმოტვირთვა:
ტვირთის გადაზიდვისას ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სათანადო დატვირთვა-გადმოტვირთვა. არაპროფესიონალმა, შესაძლოა, რამე დაიზიანოს კიდეც ტვირთის ჩატვირთვა –გადმოტვირთვისას, გამოცდილება და ცოდნა სჭირდება იმას, რა ნივთი რამდენმა ადამიანმა უნდა ჩატვირთოს, ან გადმოტვირთოს, როგორ, საჭიროებს თუ არა ამწის, ან ურიკის გამოყენებას და ა.შ.
რეჟიმი:
ხომ არ საჭიროებს კონკრეტული ტვირთის გადაზიდვა გარკვეული წესების დაცვას, მაგალითად, როგორც სამშენებლო მასალების ან სამშენებლო ნაგავის გატანის შემთხვევაში, ან ხომ არ საჭიროებს, მაგალითად, როგორც სამედიცინო ტვირთი – ტემპერატურის კონტროლს.
2 ყველაზე გავრცელებული რისკი ტვირთის ტრანსპორტირებისას:
პირველია – ტვირთის დაზიანება, ნაწილობრივი, ან სრული. ტვირთის დაზიანებას ტრანსპორტირებისას უმეტესად იწვევს არასწორი შეფუთვა, ტვირთის არასაკმარისი დამაგრება, მანქანის არასწორი არჩევანი, მძღოლი, რომელსაც არ აქვს სპეციალური გამოცდილება, არაპროფესიონალთა დაქირავება.
მეორეა – შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა – ტვირთის არასწორი დატვირთვისა და გადმოტვირთვისას, მანქანებისა და აღჭურვილობის არასათანადო გამოყენების გამო.
ფასი – რა შეიძლება ღირდეს ტვირთის გადატანა?
ფასი აუცილებლად წინასწარ უნდა შეათანხმო გადამზიდ სერვისთან. ფასი განისაზღვრება რამდენიმე კრიტერიუმით – მოცულობა ტვირთის, წონა, ტვირთის სახეობა – საჭიროებს თუ არა, სპეციალურ პირობებს, საჭიროებს, თუ არა, დამატებით ტექნიკას, იქნება ეს ამწე, ურიკა, თუ სპეციალური მაცივრები, საჭიროებს, თუ არა მუშახელს და რამდენს. ამის შემდეგ, უკვე მნიშვნელობა აქვს ადგილს, საიდან სად გადაგვაქვს ტვირთი, რამდენი კილომეტრია მანძილი, როგორი გზაა, რამდენად ახლოსაა შესაძლებელი ჩატვირთვა–გადმოტვირთვისას, ავტომანქანის მიყვანა ობიექტებამდე, თუ მაღალსართულიანი შენობიდან, ან მაღალსართულიან შენობაში გადაგვაქვს ტვირთი, რომელი სართულია, არის თუ არა შენობაში სატვირთო ლიფტი, დაშლის გარეშე შესაძლებელია, თუ არა, კარებიდან გამოტანა და ა.შ. როცა ამ ყველა დეტალს გაივლით გადამზიდ სერვისთან, ფასის წინასწარი დადგენა გაუადვილდება და არც თავად აღმოჩნდება შემდგომ, კონკრეტულად ტვირთის გადატანის პროცესში მოულოდნელ სიტუაციაში.
გეტყვი იმასაც, რომ სადაც ბევრი განცხადებაა, იქ მომსახურების და ფასის არჩევანიცაა, ცხადია, დაბალი ფასი არ არის განმსაზღვრელი, განმსაზღვრელი მომსახურების ხარისხია და ტვირთის დაუზიანებლად გადატანა, მაგრამ იქ, სადაც ფასის არჩევანისაა, ამ კუთხითაც ყოველთვის მოგებული რჩები.
არ დაგავიწყდეს განცხადებების ბოლოს, კომენტარების წაკითხვა, იმ ადამიანთა გამოცდილება, რომლებმაც უკვე ისარგებლეს ამ სერვისით, გამოგადგება.
რომელი ქალაქიდან შემიძლია ტვირთის გადამზიდი სერვისის გამოძახება?
ეს ის კითხვაა, რომელზედაც ყველაზე მარტივი და მოკლე პასუხი მაქვს – საიდანაც გინდა, სერვისები იმდენი პროფესიონალი ადამიანის მომსახურებას გთავაზობს, რომ ადგილი, დრო, ტვირთის ზომა–წონა – პრობლემას არ წარმოადგენს. აქ, ნებისმიერი ტვირთის, ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ ადგილზე გადამზიდს იპოვი ნებისმიერ დროს და კი, გადამწყვეტი, ამ შემთხვევაში, სიტყვა – ნებისმიერია – მთავარი კომფორტი ესაა, თორემ, ტვირთის გადაზიდვას თუ პროფესიონალებს ანდობთ, ტვირთის დაზიანების რისკი რომ მინიმუმამდე მცირდება, დაღლა, დროის და ენერგიის ხარჯვა, ნერვიულობა და სტრესი რომ აღარ გიწევს – ამას ხომ უკვე მიხვდი? ეს კომფორტი ხომ უკვე დაინახე?
კომენტარები