ემიგრანტია, დეა დევიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“სანამ ექიმის რიგში ვდგავარ ორიოდ სიტყვით გეტყვით იმ მარაზმზე, რაც ჩვენს თავს ხდება.
ბაბუა, რომელსაც ვუვლი ქართველი რომ იყოს იტყოდა, ზუსტად ისეთი შვილები მყავს როგორზეც ყველა იოცნებებდაო.
სამი გოგო ყავს, ერთი იურისტი და ორი ექიმი .
ზუსტად ერთ-ერთი შვილის კლინიკაში ვზივართ რიგში აგერ უკვე მეორე საათი დაიწყო.
რიგში დგომა როგორ გამიკვირდებოდა იმის მერე, რაც ზაფხულში საკუთარი თვალით ვნახე.
ბაბუას შვილი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა და დიდი ალბათობით უახლეს ამერიკულ ისტორიაში ღირსეულ ადგილს დაიკავებს (პრეცენდენტით, რომელიც დაამკვიდრა პრაქტიკაში) უბნის ინსპექტორმა აუზის კარის საკეტის გაუმართაობის გამო დააჯარიმა ათასობით დოლარით.
გვერდით ვედექი, მაშინვე ვკითხე იცის ვინც ხარ თქო? ისეთი სახით შემომხედა ჩემი მენტალობის შემრცხვა და ხმა არ ამომიღია
არავის ეგონოს ამერიკას და ამერიკელების მენტალობას გატოლებთ, უბრალოდ ვცდილობ ამოვხსნა რატომ ვტრიალებთ იმ მოჯადოებულ წრეზე, რომელსაც ვერც საბჭოთა კავშირის დანგრევამ და ვერც თაობათა ცვლამ ვერ უშველა .
ვუყურებ ჩემი ფეისბუქის სიახლეებს, ვხედავ ორად გაყოფილ საზოგადოებას და გული მიკვდება იმის დანახვაზე რომ ოთხი შვილის დედა ურთულეს მდგომარეობაში, დახმარებას იხვეწება, დღეების მანძილზე ელოდება სასწრაფოს მაშინ როცა “ელიტის” წარმომადგენელი ფეისბუქ მეგობრები იმ პრივილეგიებით სარგებლობენ, რომელიც მხოლოდ იმით დაიმსახურეს რომ გაცილებით მეტი ფული აქვთ ვიდრე ჩვენ .
მათ ადგილზე მე აუცილებლად შემრცხვებოდა კონკრეტული ადამიანების მიმართ გადახდილი მადლობის და იმის ჩვენების, თუ როგორ ჭრის გავლენები მაშინ, როდესაც წესით ყველა თანაბარ პირობებში უნდა იბრძოდეს გადარჩენისთვის ამ უთანასწორო ბრძოლაში .
ზუსტად ამ და სხვა უსამართლობების გამო გავრბივართ საკუთარი სახლებიდან, არ დაბრუნების პერსპექტივით !
გავრბივართ და შორიდან ვწუხვართ მათზე, ვინც გაქცევა ვერ შეძლო .
ვწუხვარ, იმ უსამართლობის გამო რაც ჩვენს თავს ხდება და თუ ვინმე ხართ ჩემს გარშემო ისეთი, ვისაც დახმარება გჭირდებათ ამ კონკრეტულ საკითზე, აუცილებლად შემეხმიანეთ.
უბატონო”
კომენტარები