„…მეგობარი გასაჭირში მიატოვეთ ყოჩაღ თქვენ და ყოჩაღ თქვენი ქველმოქმედება და ქართველობა!“ – ემზარ კვიციანი ბიძინა ივანიშვილთან მიმოწერას ასაჯაროებს.
„2 თებერვალს მივწერე ბატონ ბიძინას ეს მესიჯი, არ ვიცი მან ეს წაიკითხა თუ არა, მაგრამ ვაცაპზე ჩანს რომ ვიღაცამ წაიკითხა და ის ვიღაცა თუ უმალავს ასეთ ინფორმაციას, მაშინ არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ თუ თავად წაიკითხეთ ბატონო ბიძინა, და მეგობარი გასაჭირში მიატოვეთ ყოჩაღ თქვენ და ყოჩაღ თქვენი ქველმოქმედება და ქართველობა!“- წერს ემზარ კვიციანი.
თიანეთის ყოფილი მერი და პარლამენტის ყოფილი წევრი, თამაზ მეჭიაური 67 წლის ასაკში, კორონავირუსის გართულებების გამო, 14 თებერვალს, თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.
კომენტარები