ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გიგი თევზაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თბილისი-შატილის გზაზე ყველანარი ტრანსპორტით ნამყოფი ვარ. ყველა სეზონზე. ფეხითაც.
ეგ ადგილი – ბისოდან ხახმატამდე – უხიფათოა.
არც მახსოვს მანდ ვინმე გადავარდნილიყოს, ბოლო 20 წლის განმავლობაში (შეიძლება ვცდები).
მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მძღოლებზე და გაუმართავ მანქანანებზე დაბრალება უაზრობაა: გაუმართავი მანქანაც არ უნდა გადავარდეს ხევში. თუ გზის გაკეთება გადაწყვიტე, პირველ რიგში ეგ უნდა მოაგვარო.
ახლა რა გამოვიდა: ორი წელია მთავრობა გზას აკეთებს და ისე ვერ გააკეთა, რომ მანქანა არ ჩავარდეს ხევში ერთ-ერთ ყველაზე უხიფათო ადგილას.
კომენტარები