“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საზარელი ტრაგედია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთში.
2 წლის ბავშვი მეორე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურებს მერის წარმომადგენელი, ვეფხვია სიხუაშვილი.
არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კომენტარები