20 ივნისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და ევროპარლამენტარები მიმართავენ.
გამომსვლელთა შორის იქნებიან:
- რასა იუკნევიჩიენე
- მარკეტა გრეგოროვა
- ჟიგიმანტას პავილიონისი
- ანდრიუს კუბილიუსი
- ანა ფოტიგა
“შინ ევროპისკენ” – ამ სახელწოდებით აქცია დღეს, 20 ივნისს, 20:00 საათზე რუსთაველზე გაიმართება. აქციაზე ქართველი ხალხი ევროპულ არჩევანს კიდევ ერთხელ დააფიქსირებს. ამავე მიზნით აქციები საქართველოს სხვა დიდ ქალაქებშიც გაიმართება.
ფოტო: მოძრაობა “სირცხვილია”
კომენტარები