mozaikanews–ის ინფორმაციით, ქარელში, სოფელ კოდავარდის უბანში, სადაც 42 კომბლი ცხოვრობს და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, ქარელის მერიამ 2 მოსაცდელი ააშენა, ამისათვის კი ბიუჯეტიდან 20 000 ლარი დახარჯა.
ენმ-ის წევრი, თამარ დიასამიძე:
“მოსაცდელებს შორის მანძილი 250 მეტრია. 42 კომლიან სოფელში ორი მოსაცდელი რა საჭირო იყო, ვერ ვხვდები?! მით უმეტეს, რომ სოფელში სხვა უამრავი პრობლემა და ისინი არ მოუგვარებიათ”
კომენტარები