საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე:
იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე 20 ბავშვი სიკვდილისთვის გაწირეს, “ჰუმანურმა” ქოცებმა. ვინ არიან ეს მართლა არაადამიანები!
შეგახსენებთ, ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს, ჯანდაცვის სამინსიტროსთან. აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.აქციის მონაწილეებს სამინისტროს შენობასთან პოლიცია გამოუძახეს. მშობლები გზის გადაკეტვასაც ცდილობდნენ.
მშობლების პროტესტის მიზეზი დაფინანსებაა, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის საჭირო მედიკამენტიის შესაძენადაა აუცილებელი.
“გაბუნია გამოდი კაბინეტიდან, გამოდი. თქვენს შვილებზე წარმოიდგინეთ ხალხო. 3 თვეა აქ ვდგავართ. სიცოცხლე აღარ უნდა ჩემს შვილს, იცით”, – ამბობენ მშობლები.
კომენტარები