რუსთაველის გამზირზე დაკავებები დაიწყო. აქციის მონაწილეების დევნა სამართალდამცველებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოქალაქეებმა გზის სავალ ნაწილზე გადასვლა სცადეს.
პოლიციელებს მომიტინგეები დაკავებაში ხელშეშლას მოქალაქეები ცდილობენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა.
გადაკეტილ გზაზე გადაწყვიტა მანქანამ, რომ უნდა ჩამოსულიყო, ხედავთ რამდენი ხალხია და რუსული ომონი მისდევს ხან ერთ მოქალაქეს, ხან მეორე მოქალაქეს. ძალადობრივად გვირტყეს ყველას, 20 ადამიანი გვირტყამდა ერთ ადამიანს და ბოლოს მაინც წაიყვანეს ბიჭი, რომელმაც არც კი ვიცით, რა დააშავა, – ამბობს აქტივისტი თათია აფრიამაშვილი.
კომენტარები