“ენმ”-ის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი, მედიასთან განცხადებას აკეთებს:
“ადამიანი, რომელიც აქციებზე გამოირჩევა არც მეტი არც ნაკლები, განსაკუთრებული აგრესიით, იძლევა სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ბრძანებას, საუბარია ბატონ გოგა მემანიშვილზე – სამოქალაქეო აქტივისტები ყველა სცნობს ამ ადამიანს.
ბატონ გოგა მემანიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ არც მეტი, არც ნაკლები აჩუქა სახლი – აჩუქა 20 ივნისის საღამოდან ერთ კვირაში – გაგიკვირდებათ და ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ბატობ გოგას 20 ივნისიდან ერთ კვირაში, რასაც ადასტურებს საჯარო რეესტრიც და მისსავე შევსებული დეკლარაციაც.”

დეკლარაციის მიხედვით, გოგა მემანიშვილმა მართლაც შეიძინა სახლი 2019 წლის 27 ივნისს – ნასყიდობის თანადამფინანსებელია შსს 33 273 ლარით
ლარი და დეკლარაციის მიხედვით, დანარჩენი თანხა 49 909 ლარი მემანიშვილმა გადაიხადა. 2019 წელს მისი სახელფასო ანაზღაურება სულ შეადგენდა 36 810 ლარს.
კომენტარები