“გავრილოვის ღამის” მოვლენებში მონაწილე ერთ-ერთი სპეცრაზმელი, რომელიც ამ საქმეზე ბრალდებულის სტატუსს ატარებს, ამნისტიის წინააღმედგია – ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) ავრცელებს.
“გიორგი ესიაშვილი სრულად იზიარებს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. მედიის ინფორმაციით, ბრალს ასევე აღიარებს ლევან იმერლიშვილიც, ხოლო მინდია ამბარდნიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უფლებამოსილება არ გადაუმეტებია და არც ამნისტია სჭირდება, რადგან ამ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება” – ნათქვამია ორგნიზაციის ინფორმაციაში.
კომენტარები