“ოცნების” ყოფილი წევრი ბექა ლილუაშვილი, რომელმაც დღეს ღიად განაცხადა, რომ გახარიას გუნდის წევრია, “დღის კურიერში” “ქართული ოცნების” შეცდომებზე საუბრობს და ერთ-ერთ მთავარ შეცდომად სწორედ 20 ივნისს ასახელებს:
“დღეს, “ქართული ოცნების” მმართველი გუნდის პირობებში ჩვენ გვაქვს რადიკალიზაციის მსგავსი ხარისხი და არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული ორიენტირები, თუ როგორ უნდა გადავრთოთ ჩვენი ძალისხმევა ისეთი სისტემური გამოწვევების გადაჭრაზე, როგორიც არის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობა და ეკონომიკური გამოწვევა.
შეცდომა იყო 20 ივნისის დღეს გავრილოვის პარლამენტის სავარძელში დაჯდომა. ეს იყო ბუნებრივია პარლამენტის როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ძალიან სამართლიანი პროტესტი საზოგადოების და ამ შეცდომასთან მიმართებაში “ქართულმა ოცნებამ” როგორც პოლიტიკურმა ძალამ, არაერთხელ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფასი გადაიხადა.
რაც შეეხება ჩვენ როგორ ვაპირებთ ამ პროცესებში ინტეგრირებას და ამ მოცემულობის რადიკალიზებით და რადიკალიზმით გაჯერებული პოლიტიკური სივრციდან საქმეზე ორიენტირს, ამაზე ჩვენ ვუპასუხებთ, როდესაც პარტიის მშენებლობის პროცესს ძალიან მალე დავასრულებთ და შესაბამისად, წარვუდგენთ საზოგადოებას პარტიის სამოქმედო გეგმას, პროგრამას და ჩვენს საპარლამენტო მანდატს მივმართავთ მათი საჭიროებების მაქსიმალურად გადაჭრის მიზნით.”
უმრავლესობის ყოფილმა წევრმა ბექა ლილუაშვილმა “დღის კურიერის” ეთერში ასევე განაცხადა, რომ ახალი პარტიის სახელი უკვე შერჩეულია, თუმცა ჯერჯერობით, პარტიის სახელს არ გააჟღერებს.
და რატომ დააწინაურეს ამ სამართლიანი პროტესტის მერე გახარია, რატომ არ გადადგა, სანამ აქციას დაარბევდა – ამაზე ლილუაშვილი არ საუბრობს.
კომენტარები