გიორგი გახარია 20 ივნისის საქმეზე მასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს – ამის შესახებ ექსპრემიერმა თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.
მისი თქმით, წულუკიანის კომისიამ კითხვები უნდა დაუსვას “გავრილოვის საქართველოში ჩამომყვანს” და მასპინძელს.
ფართო კონტექსტის გასააზრებლად, ჩემთან ერთად ამ კომისიამ უნდა გამოკითხოს ივანიშვილი, გავრილოვის ჩამომყვანი, მისი მასპინძელი. ვთვლი, რომ უნდა გამოკითხოთ გენერალური პროკურორი, რომელიც ამდენი ხანი იძიებდა ამ საქმეს. უნდა გამოკითხოთ სუს-ის ხელმძღვანელი, რომელსაც წინასწარ უნდა გადაეზღვია ეს რისკები.
თქვენ თუ ამას არ გააკეთებთ, ეს კომისია იქნება ნახევარისიმართლის კომისია, შესაბამისად ტყუილი სიმართლე”, – თქვა გახარიამ.
წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს გიორგი გახარიას უსმენენ. გახარია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა.
კომენტარები