20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანი კვლავ პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ამ წუთებში გამოაცხადა.
თამლიანის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის მსუბუქი აღკკვეთის ღონისძიებით, 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა დააყენა.
აღნიშნულ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე კვლავ არსებობს.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კომენტარები