“ოპერაციას გეგმავდნენ ორი ეს იყო [გიორგი] გახარია და [კახა] საბანაძე. ისინი იყვნენ ამაში უშუალოდ ჩართულები, როგორც ხელმძღვანელი პირები. ეს ხდებოდა პარლამენტის შენობაში”, – ასეთ განცხადებას აკეთებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მთავარი არხის” ეთერში ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და 20 ივნისის სისხლიან ღამეზე საუბრისას.
მისი თქმით, ამ დროს მან გახარიას ბაქოდან დაურეკა და ჰკითხა რა ხდებოდა, რაზეც გახარიამ უპასუხა, რომ “შტურმის ორგანიზატორები აუცილებლად შევიდოდნენ პარლამენტში”.
“ვინც ერკვევა, კონსულტაციები მაქვს გავლილი და კითხვები დასმული. მაგალითად, რატომ იდგნენ სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა შიგნით. ის იღებდა ამ გადაწყვეტილებებს. ოპერაციას დაგეგმვაზე იყო თვითონ პასუხისმგებელი, თვითონ აკეთებდა მოადგილესთან ერთად… რომ დავურეკე თქვა, რომ ის ვერ ახერხებდა პარლამენტის დაცვას. მე ეს გამიკვირდა, ეს იყო მისი სრულიად გაუგებარი პოზიცია. ეს იყო შეცდომა თუ, რაღაც შეგნებული “შეცდომები” ამაზე მე დამატებით ვეღარ ვიმსჯელებ… ამ შტურმის მოგერიება უფრო მარტივად შეეძლო… – ამბობს კობახიძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, იყო ეს შეცდომა თუ დანაშაული, პასუხობს, რომ “მოტივს გააჩნია”.
მმართველი გუნდის თავმჯდომარემ, ღიად აღიარა, რომ 20 ივნისის ღამეს, მომიტინგეების დარბევა მინიმუმ შეცდომა იყო, თუ დანაშაული არა და შტურმის მოგერიება შესაძლებელი იყო დარბევის გარეშეც – პარალელურად კი, ქვეყანაში აქციის მონაწილეთა მიმართ სასამართლო პროცესები გრძელდება, გიორგი გახარია კი, მმართველმა გუნდმა პრემიერობამდე დააწინაურა, იცოდე, რომ მან შეცდომა დაუშვა და დააწინაურა. 2020 წლის არჩევნებში კი სიის პირველ ნომრად წარადგინა – არის თუ არა ეს “ოცნების” ამომრჩეველთა დაცინვა და შეურაცხყოფა, ეს პარტიის ამომრჩევლებმა, დაე, თავად გადაწყვიტონ.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სანამ გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე იყო, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, კახა საბანაძე, “ოცნებისთვის” ფრიად მისაღები პერსონა გახლდათ.
კომენტარები