საქართველოს პრეზიდენტთან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ინდივიდუალური შეხვედრები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი დღეს სალომე სამადაშვილს, “გირჩებს”, “მოქალაქეებს” და პარტია “ხალხისთვის” წარმომადგენლებს მასპინძლობს.
პარტიის “ხალხისთვის” თავმჯდომარე ანა დოლიძე:
“სიმართლის და შერიგების პროცესთან დაკავშირებით იდეა, რომელიც მე და ტომ დე ვაალს გვქონდა, ეყრდნობა ხალხის თანამონაწილეობას, დაზარალებულების, არა მარტო 2012 წლამდე, 20 ივნისსაც დაზარალდა ხალხი და მათ ხმა არ აქვთ? ეს არის სხვა ტიპის პროცესი, სიმართლისა და შერიგების, ამას თუ გულისხმობს სალომე ზურაბიშვილი, მაშინ იქ ხალხი უნდა მონაწილეობდეს და არა ჩვენ პოლიტიკოსები”
კომენტარები