20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომური პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“საერთოდ არ ვარ გასწორებულში
არც გამხარებია, რავი მიზეზი არ მაქვს მაგის.
არც ოც ივნისზე უგია პასუხი, არც გამოძიების დაჩქარებას შეუწყო ხელი და იგივე დაზეპირებული ფრაზებით წავიდა, რომ იყო შტურმის აცილება, რომ პარლამენტი აღებას გადაარჩინა, რომ ქვეყანა მასშტაბურ გადატრიალებას მოარიდა და ა.შ.
რაც აქამდე იყო, ვიღაც ტიპი რომელიც ძალიან უნამუსო აღმოჩნდა, იგივე დარჩება ჩემთვის. მის ადგილს სხვა დაიკავებს, ვინც ხელახლა გააჟღერებს იმ ,,მთავარის’’ სათქმელს. ასე რომ, არ ვგრძნობ არც კმაყოფილებას და არც რაიმე მაგდაგვარს.
მადლობა
ნახვამდის”
კომენტარები