სოციალური ქსელის მომხმარებელი, მამუკა ქარჩხაძე, წერს:
“საერთო ჯამში ამ ვირუსისგან მე გავიგე ის რომ:
1. სახლიდან გასვლა არ შეიძლება, მაგრამ თუ გესაჭიროება გარეთ გასვლა მაშინ შეიძლება.
2. ნიღაბი არ გშველის – მაგრამ უნდა ვატაროთ და ატარებენ .
3. მაღაზიები დაკეტილია, მაგრამ როდესაც საჭიროა ისინი იღება.
4. ვირუსი კი არის მომაკვდინებელი, მაგრამ პრინციპში არც ისეთი საშიშია.
5. ხელთათმანები არ გვიშველის, მაგრამ ისინი საჭიროა.
6. ყველა ვრჩებით სახლში, თუ არა დაჯარიმდება იმ ქვეყნის მოქალაქე 3000 ლარით რომელსაც 300 წელი არ უმუშავნია.
7. ბავშვებზე არ მოქმედებს, მაგრამ ისინი საშიშ ზონაში იმყოფებიან .
8. ვირუსი მოქმედებს მხოლოდ სიცივეში? კითხულობს გაოფლილი ჟირაფი .
9. მოწყობილობები სამყოფი რაოდენობისა გვაქვს, მაგრამ არ კმარა.
10. მოქალაქეობრივი შეგნებისკენ მოგვიწოდებენ ისინი, ვინც პენსიის დარიგებას კაზინოში წაგებული თანხებით ეთანხმება.
11. ავადმყოფობა კორონას უამრავი სიმპტომები ახასიათებს, მაგრამ შეგიძლია მორჩე სიმპტომების გარეშე.
12. რომ არ დაავადმყოფდეთ საჭიროა ვარჯიში, მაგრამ არა სპორტ დარბაზებში.
13. კარგია ის რომ მივიღოთ სუფთა ჰაერი, მაგრამ პარკებისა და ბაღების მავნებელია.
14. მსუქნები რისკის ზონასთან ახლოს არიან , ამიტომ “სახლში დარჩი” მათ ნამდვილად დაასუსტებთ.
15. შიციანი, სიფილისტიანი, დაბოლილი, დაუბანელი, გირჩი, იეღოველი, ჟურნალისტი, მორფინისტი, ცხვირისა და მკლავების ფხანით გვატყობინებს ქრისტიანული ზიარების საფრთხის შესახებ.
16. კომენდატის საათი დაინიშნა მაგრამ კომენდანტი არ გვყავს.
18. ამ ბოლო დროს იმატა ეპიდემიურად ვირუსოლოგების რაოდენობამ .
19. შალვა ნათელაშვილი რომ არ გვყავდეს რა გვეშველება.
20. და ბოლოს, თუ მოგვშივდა , ჭამა ნებადართულია.
მადლობა ყურადღებისათვის”
კომენტარები