ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ავღანეთში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ბევრგან შემხვდა პოსტი ავღანეთის ამბებზე – 20 წელი ამერიკა რას აკეთებდაო, ამდენი ფული რაში დახარჯესო, ამერიკამ წააგოო… ამერიკამ კი არა, ავღანეთმა წააგო. თან პირწმინდად.
20 წელი, მათ აძლევდნენ ყველაფრის ფინანსებს, უმართავდნენ ინფრასტრუქტურებს და ინსტიტუციებს, ასწავლიდნენ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის მშენებლობას, უწვრთნიდნენ ჯარს და თან იცავდნენ, მაგრამ არ მოინდომეს.
შეიძლება ითქვას, ავღანეთმა სახელმწიფოდ ქცევის ისეთი შანსი გაუშვა ხელიდან, არც მანამდე რომ არ ჰქონია და არც მომავალში აღარ ექნება. ავღანეთმა კორუფცია და “ავღანური მეობა” ამჯობინა. ალბათ, ვინმე იტყვის, ხალხმა რა დააშავა, თუ ავღანელი ჩინოვნიკები ქვეყნის შენების ნაცვლად ჯიბეებს ისქელებდნენო… ხალხმა ის დააშავა, რომ პასუხი არ მოსთხოვა უპასუხისმგებლო მთავრობას და ზოგადად, პოლიტიკოსებს.
ალბათ, იქაც ასე მსჯელობდნენ – აბა, ვის მივცე ხმა? ყველა ერთნაირია, ვინაა ამათზე უკეთესი? – ასე გრძელდებოდა 20 წელი, მართლა ციდან ჩამოვარდნილი შანსების ფანტვა. ჰოდა, ამასობაში თალიბანი მოვიდა. ის კი არავის აღარ შეეკითხება, როგორი ცხოვრება ურჩევნიათ. ვისაც მათი ნაბრძანები ცხოვრების წესი არ უნდა, უბრალოდ მოკლავენ.
ამერიკა… ამერიკას კი მობეზრდა კორუფციაში ფულის ჩაყრა და მერე ამ ფულის ჭამის დროს ავღანელი ჩინოვნიკების კომფორტის დაცვა, საკუთარი და კოალიციის ჯარისკაცების სიცოცხლის ხარჯზე. ასე რომ საქართველოს ხალხმა ამ გაკვეთილიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს. უზრუნველმა მშვიდობამ, უტრაკო ყარაჩოღელის პრეტენზიულობამ და სამზარეულოსთან ფილოსოფიამ “აბა ვინ ავირჩიო” ” მაინც არაფერი შეიცვლება” მიჩვევა იცის, მაგრამ მარადიული არაა”,-წერს დაჩი გრძელიშვილი.
კომენტარები