“სენაკის ქრონიკა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ “სპართან” მომხდარი დაპირისპირებისას გარდაცვლილი 20 წლის ბიჭის საქმეში ბრალდებულები უკვე გაათავისუფლეს.
“სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
შემთხვევა 30 დეკემბერს მოხდა. მათე ჯომიდავას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. მისი გადარჩენა ვერ მოახერხდა.
არსებული ინფორმაციით, ჯომიდავას უცნობი პირები სუპერმარკეტთან დაესხნენ თავს. პოლიციამ ისინი დააკავა.
თუმცა გარდაცვლილის ახლობლის ინფორმაციით, ბრალდებულებს მსუბუქი მუხლი წაუყენეს, რის გამოც ისინი დღეს თავისუფლები არიან. სასამართლომ თავდამსხმელები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. მათე ჯომიდავა გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრია. ის თბილისში სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა.
სენაკის ქრონიკა
კომენტარები