რუსთავის ციხეში პატიმარმა ბადრი წოწორიამ ერთი კვირის მანძილზე თვითმკვლელობა უკვე მეორედ სცადა.
20 წლის ბიჭმა პროტესტის ნიშნად ამჯერად, საპარსი სამართებელი ე.წ „ბრიტვა“ გადაყლაპა.
პატიმრის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბადრი წოწორიას რუსთავის სასჯელაღსრულების ნომერ მეექვსე დაწესებულების ზედამხედველები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, რის გამოც ზეწოლას ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობა სცადა.
დაზარალებული პატიმრის დედა და ადვოკატი მომხდარი ფაქტის გამოძიების დაწყებამდე, შვილის უსაფრთხოების მიზნით, მის ჯერ კლინიკაში, ხოლო შემდგომ სხვა საპატიმროში გადაყვანას ითხოვენ.
გაითვალისწინებს თუ არა იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი დედის თხოვნას, ამ ეტაპისთვის, უცნობია.
კომენტარები