კითხვას, აქვს თუ არ დაახლოებითი წარმოდგენა გაყალბების მასშტაბზე, ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია, ტვ პირველთან პასუხობს და ამბობს:
ეს ყველაფერი ვარაუდია, მაგრამ სხვადასხვა დათვლებით, სხვადასხვა ინდიკატორებით ჩვენ გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ დაახლოებით 200–250 ათასი გაურკვეველი წარმომავლობის ამომრჩეველია გაჩენილი, რომელშიც ეჭვი გვეპარება და დასაბუთება სჭირდება.
პოლიტიკური მოცემულობა დღეს ასეთია – საერთაშორისოი დამკვირვებლები ლეგიტიმაციას არც აძლევენ და არც არ აძლევენ, საკითხი ჩამოკიდებულია, პირდაპირ ამბობენ, რომ გამოძიებაა ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შეიძლება მისცეს დღევანდელ მმართველს ძალას ლეგიტიმაციის რაიმე პრეტენზიის შესაძლებლობა. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ჩვენი გამოხატვის ფორმა იყო მოპარული. არანაირი გამოძიება არ გვაინტერესებს.
100 შემთხვევა რომ დადასტურდეს, რომ დავუშვათ ადამიანი უცხოეთშია და მის ნაცვლად ვიღაცამ მისცა ხმა – დამთავრებულია, ეს არჩევნები ვერ იქნება ლეგიტიმური. ათიც რომ იყოს, ეს ამტკიცებს რომ ეს ტექნიკურად შესაძლებელია და მორჩა.
ხელისუფლებამ უნდა დაადასტუროს რომ არჩევნები არ იყო გაყალბებული, თუ უნდა ლეგიტიმაცია, თუ არ უნდა, ჩაატაროს თავიდან არჩევნები. თუ არ უნდა ლეგიტიმაცია შიდა და გარე, რატომ ატარებდა მაშინ არჩევნებს? ხელისუფლებაში ისინი არიან და ლეგიტიმაცია სჭირდებათ მათ და არა ჩვენ, აშშ–ს კი არ სჭირდება ეს ლეგიტიმაცია, საქართველოს ხელისუფლებას სჭირდება.
კომენტარები